ლექციების კურსი მონაცემთა ანალიზში

საქართველოს უნივერსიტეტის ხელშეწყობითა და ფოლკსვაგენის ფონდის მხარდაჭერით იგეგმება სალექციო კურსის ჩატარება თემაზე "მონაცემთა ანალიზი".

 

ლექციებზე დასწრება თავისუფალია და მსურველებს შეუძლიათ დარეგისტრირდნენ აქ:

https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSdW7DUbJRYIoM04V27RVHVeQKn_W4V7m55cp1Ox4k7MDkRWQg/viewform 

 

გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში მსმენელი მიიღებს შესაბამის სერტიფიკატს.

ლექციების კურსი მოიცავს მონაცემთა ანალიზის ყველა მთავარ მიმართულებას და ძირითადად მეთოდებს, რომლებიც გამოიყენება როგორც მაღალი ენერგიების ფიზიკაში, ისე ზოგადად, ექსპერიმენტების დროს შეგროვილ მონაცემების ანალიზის დროს:

  • ალბათობის თეორიის საფუძვლები
  • მონაცემთა ანალიზის სტატისტიკური მეთოდები
  • ცდომილებების ანალიზი
  • დროითი მწკრივების ანალიზი
  • მულტივარიაციული ანალიზი
  • მონტე კარლოს მეთოდი

 

ლექციებს წაიკითხავს თსუ მაღალი ენერგიების ფიზიკის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერი თანამშრომელი, დოქტორი გიორგი მაჭარაშვილი, რომელიც ამ სფეროში 40 წელზე მეტია წარმატებით მოღვაწეობს.

 

ლექციის ხანგრძლივობა - 2 საათი, სიხშირე - კვირაში 2 სალექციო დღე. ლექციები ჩატარდება საქართველოს უნივერსიტეტში.

 

ლექციების დაწყების თარიღია 19 აპრილი, საქართველოს უნივერსიტეტის 318 აუდიტორია.

juelich research center
TodayToday34
This MonthThis Month1959