09.02.2018 - შეხვედრა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 100 წლის საიუბილეო ღონისძიებების ფარგლებში შედგა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ადმინისტრაციის წარმომადგენლების (ფონდის გენერალური დირექტორი ქ-ნი მანანა მიქაბერიძე, გენერალური დირექტორის მოადგილე ქ-ნი სოფიო უჩანეიშვილი და საერთაშორისო ურთიერთობებისა და ფონდების მოზიდვის სამსახურის უფროსი ქ-ნი მარიამ ქებურია) შეხვედრა ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაციის დიდი ადრონული კოლაიდერის ATLAS ექსპერიმენტის ტექნიკურ კოორდინატორთან პროფესორ ლუდოვიკო პონტეკორვოსთან და ექსპერიმენტში მოღვაწე ქართული ჯგუფის წევრებთან. დისკუსიაში აქტიურად მონაწილეობდნენ ლუდოვიკო პონტეკორვო, მანანა მიქაბერიძე, ირაკლი მინაშვილი (საქართველოს ჯგუფის ხელმღვანელი ATLAS ექსპერიმენტში), ჯემალ ხუბუა, თამარ ჯობავა.

juelich research center
TodayToday469
This MonthThis Month3018